ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა
მედიის ცნობით, ლიბანიდან 50-მდე რაკეტა ისროლეს. მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის ზემო გალილეის რეგიონი გახდა. ლიბანიდან რაკეტების სროლის საპასუხოდ, ისრაელის არმიამ ლიბანის სასაზღვრო ქალაქების, შიჰინისა და ჯიბაინის მიმდებარე ტერიტორიები დაბომბა. ინფორმაციას ავრცელებს - Times of Israel