ინდოეთში ჩამოინგრა გვირაბი, სადაც 41 მუშა არის ჩარჩენილი, გამოყვანის ოპერაცია 15 საათში დაიწყება
ინდოეთში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გამოყვანის ოპერაცია 15 საათში დაიწყება. მაშველებს, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებამდე 12 მეტრი აშორებთ. გზის გათავისუფლების მიზნით, გაბურღვითი სამუშაოები გრძელდება.
უტარახანდის შტატში, საავტომობილო მაგისტრალზე მდებარე გვირაბის ნგრევა მეწყერმა გამოიწვია. 41 მუშა, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, 11 დღეა ნანგრევებშია. მაშველები მათ ჟანგბადის ბალონებს, სასმელ წყალს და საკვებს, ვიწრო მილების მეშვეობით გარედან აწვდიან.