ჰამასის ტყვეობიდან დღეს 13 მძევალი გათავისუფლდება
ჰამასის ტყვეობიდან 13 მძევალი გათავისუფლდება. შეთანხმების დეტალებს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. არსებული ცნობებით, დღეს ისრაელის დროით 16:00 საათზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები სრაელს გადაეცემა.
"დღეს დილიდან ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ხანმოკლე ზავი ჰუმანიტარული დერეფნის მოსაწყობად გამოიყენება. ამის შემდეგ კი ისრაელი ბრძოლებს, სულ მცირე, ორი თვით გააახლებს", - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.