"ეგ ერთი შვილი მყავს, დამეხმარეთ..." - პირველი ინტერვიუები ქართველი ჯარისკაცების ოჯახებთან, ვინც რუსებმა ტყვედ აიყვანეს
პირველი ინტერვიუები იმ ჯარისკაცების ოჯახებთან, ვინც რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ირკვევა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი მებრძოლების ნათესავებთან მთავრობიდან კავშირზე არავინ გასულა და არავის მოუკითხავს.
გიორგი შუბითიძის და გიორგი გოგლიძის დედები დახმარებას ითხოვენ
"ჩემი ერთადერთი თხოვნა ის არის, რომ თუკი ვინმეს შეუძლია, რომ ჩემი შვილი უვნებლად დამიბრუნდეს და გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, როგორ არის და დამეხმაროს. არავინ დამხმარებია, ერთადერთი ვინც არის, არის წითელი ჯვარი, ვისაც შევეხმიანე და ვისგანაც მივიღე ის, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა გამაგებინონ, რა მდგომარეობაშია ამ წუთებში",- ამბობს დედა.
დედებს აინტერესებთ, როგორია მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა და იხვეწებიან, რომ შვილები ცოცხლები დაუბრუნდეთ.
"ვეხვეწები წითელ ჯვარს, რომ დაეხმარონ და გამოიყვანონ. ვისაც შეუძლია მაგ საქმეზე დახმარება, ყველას ვთხოვ, დაეხმარონ და გამოიყვანონ, მე მაგის მეტი არავინ მყავს, ეგ ერთი შვილი მყავს", - ამბობს დედა.