თეგებით ძიება
24. 11. 2023 მსოფლიო

ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, კაცობრიობა 3-დღიან სამუშაო კვირამდე მივა - ბილ გეითსი

Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას საშუალებას მისცემს, 3-დღიან სამუშაო კვირამდე მივიდეს. როგორც შესახებ Business Insider-ი წერს, ამის შესახებ მან Spotify-ზე გამოსულ ინტერვიუში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამუშაო ადგილებს, ბილ გეითსმა თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც „ადამიანებს ამდენის მუშაობა არ მოუწევთ“.

„თუ ბოლოს და ბოლოს თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში 3 დღე მოგიწევთ მუშაობა, ეს ალბათ კარგი იქნება“, -აღნიშნა გეითსმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა