თეგებით ძიება

რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს.

“რა მანიფესტი უნდა დაარქვან, ან რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ვერანაირი დოკუმენტი, ვერც ვითომ აქტივობა, რეალურად ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს “ნაციონალურ მოძრაობას”, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს ადამიანები აცდენილი არიან ქართველი ხალხის ინტერესს. სულ ტყუილად იგონებენ ახალ-ახალ თემებს, ვერც მანიფესტი, ვერც ვერაფერი ვერ გადაარჩენს. ერთადერთი, რაც გადაარჩენთ, უნდა ადგნენ, პოლიტიკურად დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში,” – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა