თეგებით ძიება

თუ ჩემს მოსახლეს ჩემს ტერიტორიაზე ვერ ვაბრუნებ და მსოფლიო მხარს მიჭერს, ჯარი რისთვის მყავს, რაში მჭირდება? - მურმან დუმბაძე

თუ ჩემს მოსახლეს ჩემს ტერიტორიაზე ვერ ვაბრუნებ და მსოფლიო მხარს მიჭერს, ჯარი რისთვის მყავს, რაში მჭირდება? - ამის შესახებ "ემსახურე საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" აცხადებს. 

"ბატონ თემურ ალასანიას ეთანხმება მთელი ხელისუფლება, პირდაპირ გეტყვით. მიუხედავად იმისა რომ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს ხელისუფლების მიმართ, ის ამას ეთანხმება.  ჩვენ არავითარი სამშვიდობო ხელშეკრულება აფხაზეთთან დადებული არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთის მხარე ითხოვს.ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობის განოყენებას, მათ შორის ძალისმიერი მეთოდით იმ ტერიოტორიის დაბრუნებას, რომელსაც საქართველოს ტერიტორია ჰქვია. "

-თუ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდოდით ასეთი ხაზი გექნებოდათ, რომ ტერიტორიებს ამ გზით დაიბრუნებდით? 

"თუ ჩემს ტერიტორიაზე ჩემს მოსახლეს მშვიდობით ვერ ვაბრუნებ, თუ ჩემს საკუთრებაა წამართმევ, თუ ჩემი იურისდიქცია არ ვრცელდება, თუ შენ სეპარატისტული რეგიონი ხარ, თუ მთელი მსოფლიო მხარს მიჭერს რომ მე მართალი ვარ, აბა რატომ ვტყუივარ, აბა რა არის ჯარი, რისთვის მჭირდება?",- განაცხადა მურმან დუმბაძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა