თეგებით ძიება
24. 11. 2023 მსოფლიო

ღაზაში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა ისრაელი

ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საწვავის ოთხი ცისტერნითა და სამზარეულო გაზის ოთხი ცისტერნით დატვირთული სატვირთო მანქანები ღაზას სექტორში ეგვიპტიდან რაფაჰის სასაზღვრო პუნტის გავლით შევიდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწვავისა და გაზის მიწოდება მოხდა „პოლიტიკური ეშელონის ნებართვით, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებული ზავისა და მძევლების გათავისუფლების გრაფიკის ფარგლებში, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით“.

„საწვავი და სამზარეულო გაზი ღაზას სექტორში არსებითი მნიშვნელობის ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის ოპერირებისთვის არის განკუთვნილი“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა