თეგებით ძიება

ლეოგრანდის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

ლეოგრანდის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო. 19-მა პირმა კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ხუთი წლის წინ, ცეცხლი დაახლოებით 20:00 საათზე, სასტუმროს საქვაბესა და სპა სალონში გაჩნდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მომხდარიდან რამდენიმე თვეში, შსს-მ ორი პირი, ერთი საქართველოს, ერთი კი, თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძიების თანახმად, მათ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა