სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება
სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა.
გიორგი ამილახვარის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ 2024 წლის სექტემბრამდე მასწავლებელების ხელფასის გაზრდა არ იგეგმება.
ის ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მასწავლებლების ხელფასი "უპრეზედენტოდ გაიზრდება".
"ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა", — თქვა ამილახვარმა.