ლიეტუვის პრემიერი კიევში ჩავიდა
ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს კიევში პატივი მივაგე იმ კაცებსა და ქალებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს, რათა ერის ფუნდამენტური უფლებები დაეცვათ და თავისუფლად ეცხოვრათ. მათ ყველას დასაცავად გაწირეს სიცოცხლე.
გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვებაა, ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, საერთაშორისო სამართლიანობის დამყარება", - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.
17 ნოემბერს, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.