საფრანგეთის პოლიციამ პუშკინის ნამუშევრების ქურდობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი, მათ შორის 2 ქალი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ პუშკინის ნამუშევრების ქურდობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი, მათ შორის 2 ქალი დააკავა.
ამის შესახებ გამოცემა Journal du Dimanche იტყობინება. დაკავებულია 24, 26 და 44 წლის პირები არიან.
ირკვევა, რომ პირველი ქურდობა ივლისში ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და ადგილიდან თანამზრახველის ავტომობილით მიიმალა.