ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადავცემთ - გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩი უკრაინაში, მარტინ იეგერი აცხადებს, რომ გერმანია ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადასცემს.
"ზამთარში სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამისთვის მომზადებულიყო, ჩვენ კი ამ პროცესში დავეხმარეთ.
მე ადრე უკვე ვისაუბრე უკრაინისადმი მხარდაჭერაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. IRIS-T სისტემების გარდა, ზამთარში უკრაინას კიდევ ერთი Patriot-ის სისტემა გადაეცემა", - ამბობს გერმანიის ელჩი უკრაინაში.
ოქტომბერში, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში დამატებით Patriot-ისა და IRIS-T სისტემებს გაგზავნიდნენ. ნოემბრის შუა რიცხვებში კი გერმანიის ელჩმა უკრაინაში თქვა, რომ გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე დამატებით ორ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის.