„დინამო ბათუმი“ საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა
„დინამო ბათუმი“ საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა. 34-ე ტურის მატჩში ბათუმელებმა შინ „თელავი“ 3:0 დაამარცხეს - გოლები ირაკლი ბიძინაშვილის, გიორგი ზარიას და ცოტნე ფაცაციას ანგარიშზეა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში ბათუმელების მთავარი კონკურენტი - „დინამო თბილისი“ ქუთაისში „ტორპედოს“ სტუმრობდა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
34 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმს“ 73 ქულა აქვს, „დინამო თბილისს“ კი 65 ქულა. შესაბამისად, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბათუმელებმა პირველი ადგილი გაინაღდეს.