თეგებით ძიება

"ძალიან დავიღალე ამ ყ**ქალას მოსმენით, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს გაბედო მამაჩემზე რამე თქვა, თავი ვინ გგონია, გოგო“ - ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს

მსახიობი, ლენუკა ყიფშიძე ინსტაგრამზე ტელეწამყვან, ნანუკა ჟორჟოლიანს აფრთხილებს და საჯაროდ მიმართავს.

ვიდეო, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძეზე კრიტიკულ ჭრილში საუბრობს, ლენუკა ასე გამოეხმაურა:

„დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ**ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს მამაჩემზე სანამ გადაბრუნებულ რამეს იტყოდე, საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი და სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე ასე ჯობია შენთვის. შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა ვინც რამე გადაბრუნებულს იტყვის მამაჩემზე, პირში წყალი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ რატომ აძლევ თავს უფლებას მამაჩემზე ასე ისაუბრო? ნუ შეე*ით ამ კაცს, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს გაბედო მამაჩემზე რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია.

აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს, რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა, რაც თვითონ აწყობდა ის თქვა მხოლოდ, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი“, - წერს ლენუკა ყიფშიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა