ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა რუსთავსკი" პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ე.წ. კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლეს. ლაშა შუშანაშვილი, იგივე "ლაშა რუსთავსკი" ათენის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. ხუთ წლიანი პატიმრობა ამით დასრულდა, თუმცა არ არის გამორიცხული ყველაფერი საპირისპიროდ შემობრუნდეს. დეკემბერში შუშანაშვილს ისევ სასამართლოში ელოდებიან, რადგან მის წინააღმდეგ საქმე ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებითაც მიმდინარეობს.
შუშანაშვილს სხვადასხვა დროს ედავებოდნენ მკვლელობებს, ფულის გათეთრებას და გამოძალვასაც.