ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ გახდა
2023 წლის ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „დინამო ბათუმი“ გახდა. კლუბმა ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
ბათუმის „დინამომ“ ტურნირზე პირველი ადგილი „თელავთან“ 34-ე ტურის მატჩში გამარჯვების წყალობით მოიპოვა. შეხვედრა ანგარიშით 3:0 დასრულდა.
ამ გუნდების შემდეგი მატჩი თბილისში 28 ნოემბერს გაიმართება, თუმცა სატურნირო მნიშვნელობა აღარ ექნება.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო” და გორის „დილა” დაუპირისპირდებიან.