რამდენს გადაუხდიან კვარაცხელიას - იტალიური მედია ახალი კონტრაქტის დეტალებზე წერს
ბოლო დღეებში ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის ლონდონის ჩელსის, თუმცა პარალელურად, იტალიური მედია ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე წერს.
Tuttomercatoweb იტყობინება, რომ მხარეები საკმაოდ ახლოს არიან ხელშეკრულების განახლებასთან, რომელიც 2027 წელს იწურება. აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით, კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე განახლდება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით. იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩას ხელფასი ამჟამად 1 მილიონზე ოდნავ მეტია, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ეს სულაც არ არის ურიგო ვარიანტი.
როდის მოხდება კონტრაქტზე ხელის მოწერა, ჯერ კიდევ უცნობია. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ნაპოლის მაისურით 15 მატჩში 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.
გასულ სეზონში ის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და იტალიის ჩემპიონი გახდა.
წყარო: europop.ge