თეგებით ძიება

ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ფაშინიანს ჰკითხეს, მზად არის თუ არა სომხეთი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს.

„ჩვენ სრულად და ცალსახად ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას. გაერო-ში 2019 წლამდე და უკვე შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე დაფიქსირდა თვალსაჩინო და კონკრეტული განსხვავებები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მოძმე სახელმწიფოს, საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა