მედიის ინფორმაციით, დღეს გაცვლის მეორე ეტაპი იქნება - "ჰამასმა" 14 მძევალი უნდა გაათავისუფლოს
ისრაელსა და "ჰამასს" შორის მორიგი ტყვეთა გაცვლა დღეს მოხდება. CNN-ის ცნობით, "ჰამასმა" 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელმა 42 პალესტინელი პატიმარი.
შეთანხმების პირობების მიხედვით, "ჰამასი" ისრაელს სამი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ ისრაელელ მძევალს გადასცემს.
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორში 217 მძევალია დარჩენილი.
დროებითი ზავის ფარგლებში "ჰამასმა" 24 მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 4 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.