კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია
25 ნოემბერს დილის 05:10 საათზე, რუსებმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობა გაუშვეს, საიდანაც ასევე რეკორდული რაოდენობა გაანადგურა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ. უფრო კონკრეტულად კი 75 "შაჰიდიდან" უკრაინამ 71 ჩამოაგდო.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი თავდასხმის დროს, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
მან მონაწილეობა მიიღო ჰოლოდომორის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. გუშინ კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
ფოტო წარწერით -„25 ნოემბერი, დილის 05:10 საათი, კიევი“ - ედგარს რინკევიჩის ტვიტერზე ვრცელდება.