გორი-კვარხეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გორი-კვარხეთის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, - რეგიონული გამოცემა qartli.ge-ს ცნობთ, შემთხვევა გუშინ 24 ნოემბერს საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი ადამიანი - სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ნისლის დროს მოხდა.