თეგებით ძიება
25. 11. 2023 მსოფლიო

რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც კი მოვუწოდებთ

ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც კი უკრაინა ამისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, არახამია მომავალ წელს უკრაინაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო

არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.

"ბოლო დრომდე ჰქონდათ იმედი, რომ გვაიძულებდნენ ხელშეკრულების ხელმოწერას ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ. ეს მათთვის ყველაზე დიდი ამოცანა იყო. მზად იყვნენ დაესრულებინათ ომი, თუ ჩვენ, როგორც ეს ერთხელ ფინეთმა გააკეთა, მივიღებდით ნეიტრალიტეტს და ვიკისრებდით ვალდებულებას, რომ არ გავწევრიანდებით NATO-ში.

რუსეთი დაუყოვნებლივ დაჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც კი ამისკენ მოვუწოდებთ. მეორე დღესვე ისხდებიან, დაელოდებიან და იტყვიან, რომ უკრაინა არ მოდის. ისინი ოცნებობენ, რომ მოლაპარაკებისკენ მოვუწოდოთ, რადგან ეს მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩვენთვის", - ამბობს არახამია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა