ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან, საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულია სამი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
სუს-ს ოფიციალური განცხადებას ავრცელებს, თუმცა როდის გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები, არ აკონკრეტებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.