თეგებით ძიება

"საბრალდებო სკამზე ექიმთან ერთად სხვებიც უნდა ისხდნენ" - გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ექიმ ქეთევან ცერცვაძესთან ერთად, „საბრალდებო სკამზე სხვებიც უნდა ისხდნენ“.

„8 დღის განმავლობაში ინფექციონისტი არ შესულა, რომელსაც [მდგომარეობა] თერაპევტთან ერთად უნდა ემართა. აგრეთვე, თვითონ [ბრალდებულმა ექიმმა] თქვა, რომ ეს ანტიბიოტიკი მე არ დამინიშნავსო და ეს სიმართლეა. აქედან გამომდინარე, საბრალდებო სკამზე მასთან ერთად სხვებიც უნდა ისხდნენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროკურორი იქნება თუ მოსამართლე, მისი გამოტანილი გადაწყვეტილებით არ მინდა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდეს, ისევ და ისევ, მის ექიმთან, მოსამართლეზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა