თეგებით ძიება

„მორწმუნე სხვას ცუდად როგორ უნდა მოექცეს?!“ - რა მოხდა ორბელიანის სკვერში?

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელშ აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემს ბავშვობაში, სახლთან სადღაც ახლოს, ფართს  ქირაობდნენ იაღოველები. რაღაც პერიოდულობით იკრიბებოდნენ. გადაივსებოდა ხოლმე ქუჩა იმ დროისთვის უცნაურად ჩაცმული ქალებით და კაცებით. ჯგუფ-ჯგუფად მიემართებოდნენ შეკრების ადგილისკენ. ბავშვების ჰობი მათი დაწიოკება, ყვირილი და შეურაცხყოფა იყო. ეზოს კართან გამოსული დიდები კი გინების თანხლებით ნაკუწებად აქცევდნენ ფერად ჟურნალებს, რომელსაც კართან ტოვებდნენ იაღოველები. 

ახლაც ასეა, ორბელიანის სკვერში (პირიმზის წინ) 2 მოხუცი ქალი შევნიშნე, რომლებიც უფრო თანამედროვედ მოქმედებდნენ (ვებ-გვერდის ლინკს არიგებდნენ). მივიდნენ მამაკაცების ჯგუფთან და რაღაც უთხრეს. ერთ-ერთი  წამოდგა, დაიწყო საშინელი გინება და ქალებს დაედევნა. ისინიც მოწამეობრივი იერით გაეცალნენ იქაურობას.  

ქრისტიანობას იმდენი შევიწროვება და დევნა აქვს გამოვლილი, მორწმუნე სხვას ცუდად როგორ უნდა მოექცეს?!

თუნდაც მტერს, თუნდაც ყველაზე მიუღებელს?!- წერს ილია ჩაჩიბაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა