თეგებით ძიება

ლატვიაში, 30 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ

ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, ანია ნოვიკოვას მიერ ხუთშაბათს, 23 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია, რომ 30 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, კანონდამრღვევ მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვას.

საგზაო მოძრაობის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონი მართვის მოწმობის ჩამორთმევას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს 51 კმ/სთ-ით გადააჭარბებს. ამ შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა 240-320 ევროს ოდენობით და სამი თვით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით სარგებლობა.

ამასთან, თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს 60 კმ/სთ-ით გადააჭარბებს, მაშინ გაიზრდება როგორც ჯარიმის ოდენობა, ისე მართვის უფლებით სარგებლობის აკრძალვის ვადა.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ფარგლებში, ასევე იგეგმება ჯარიმის დაწესება (გაფრთხილების ნაცვლად) 6 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადამეტებისთვის. ცვლილებები ელექტროსკუტერების დეფინიციასაც ეხება.

„კერძოდ, ელექტროსკუტერის განმარტებას დაემატება სიმძლავრის კომპონენტი და მოთხოვნა, რომ ელექტროსკუტერი განიხილებოდეს, როგორც ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება“, - აცხადებს ნოვიკოვა.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა