თეგებით ძიება

ირანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 5 მთამსვლელი დაიღუპა

ზვავის ჩამოწოლის შედეგად 5 მთამსვლელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას mehr ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირანის პროვინცია ლორესტანში, ზაგროსის მთებში მოხდა.

ლორესტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ზვავში მოხვედრის შედეგად  9 მთამსვლელი დაკარგული იყო.  მათგან ხუთის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს, სამის გადარჩენა მოხერხდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა