თეგებით ძიება

„ჰამასის“ მიერ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის 4 წლის ამერიკის მოქალაქეა, რომლის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას კიდევ 17 მძევალი გადასცა, მათ შორის სამი უცხოელი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის 4 წლის აბიგაილ ედანიცაა, რომლის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აბიგაილ ედანი ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. მისი მშობლები „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს განცხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა