თეგებით ძიება

პოლიტიკოს დავით თარხან-მოურავის ვაჟი გარდაიცვალა

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დე­რის, და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იო­რამ თარ­ხან-მო­უ­რა­ვი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და. ახალ­გაზ­რდა კაცი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გეგ­მავ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი ირმა ინაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

"ხელი მი­კან­კა­ლებს, ამას რომ ვწერ, მაგ­რამ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა, გა­დავ­წყვი­ტე დავ­წე­რო. დღეს უცა­ბე­დად გარ­და­იც­ვა­ლა და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის ვაჟი იო­რამ თარ­ხან- მო­უ­რა­ვი. უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი. უწე­სი­ე­რე­სი, უბო­რო­ტო და ღირ­სე­უ­ლი ბიჭი.

იო­რა­მი 35 წლის იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის ანევ­რიზ­მაა. მო­მა­ვალ კვი­რა­ში ოპე­რა­ცია ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. იო­რა­მი ცხოვ­რობ­და სა­ზღვარ­გა­რეთ და ჯერ ზუს­ტად ვერ ვწერ, რო­დის ჩა­მო­ვას­ვე­ნებთ, სად და­ვას­ვე­ნებთ და რო­დის იქ­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დი და გას­ვე­ნე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით უნდა ყო­ფი­ლი­ყო... ჩვე­ნი შვი­ლე­ბი უნდა წერ­დნენ ჩვე­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ და მე ვწერ... აღარ მეს­მის არა­ფე­რი... რა­ტომ..." - წერს ირმა ინაშ­ვი­ლი.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა