თეგებით ძიება

ბათუმში 45 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი?

ბათუმში 45 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მომხდარის შესახებ მათ უცნობი მამაკაცისგან შეიტყვეს, რომელიც მათ ეზოში შევარდა და დახმარება ითხოვდა.

მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ადგილობრივებმა ცივი იარაღით ფეხში დაჭრილი მამაკაცი ნახეს. მათვე გაუწიეს დაშავებულს ადგილზე პირველადი დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა