თეგებით ძიება
27. 11. 2023 მსოფლიო

ილონ მასკი დღეს ისრაელში ჩავა

Space X-ის დამაარსებელი, ილონ მასკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანტისემიტური პოსტისთვის სკანდალში გაეხვა, დღეს, 27 ნოემბერს ისრაელში ჩავა.

დაგეგმილია, რომ მასკი პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის და “ჰამასის” მძევლების ნათესავებს შეხვდება.

როგორც ჰერცოგის პრესსამსახურში გამოაცხადეს, ისრაელის პრეზიდენტი მილიარდერთან ინტერნეტში ანტისემიტიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრებს.

15 ნოემბერს ილონ მასკმა X-ში მომხმარებლის ,,ტვიტს,, დაუჭირა მხარი, რომელიც „დიდი ჩანაცვლების შეთქმულების თეორიას“ავითარებდა. ამ თეორიის თანახმად, ებრაელები და მემარცხენეები მსოფლიოში შეთქმულებას ამზადებენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის, სამხრეთის ქვეყნებიდან ემიგრანტებით ჩანაცვლების მიზნით.

”რაც თქვენ თქვით, ეს მართალია”, – მიუწერა მასკმა.

მისი ეს რეპლიკა თეთრმა სახლმა დაგმო, ხოლო მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესმა კომპანიამ “ტვიტერში” რეკლამა შეაჩერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა