თეგებით ძიება

დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

აღნიშნული ცვლილებები ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება.

ინიციატივის მიხედვით, გადავადების უფლებით ისარგებლებს მოქალაქე, რომელიც უმაღლეს განათლებას იღებს და აქტიური სტუდენტის სტატუსით სარგებლობს. ასევე ის სტუდენტები, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ, სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ იღებენ.

ცვლილების თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, ოფიციალურად, გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს.

პარლამენტისთვის წარდგენილი ცვლილებების პროექტით, გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას ვერ შეაჩერებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა