თეგებით ძიება

კაბუ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - მომღერალი ბრალს არ აღიარებს

ქალზე ძალადობისთვის დაკავებული კაბუ დანაშაულს არ აღიარებს.

უფლებადამცველის ცნობით, მომღერალი ყველაფერს სასამართლო პროცესზე იტყვის, რომელიც დღეს გაიმართება. 

"ჯერ ბრალის წარდგენა არ მომხდარა. ბრალის წარდგენის ვადა ამოიწურება დღეს და ველოდებით შეტყობინებას ბრალდების მხარისგან. რაც შეეხება ბატონი კახა პოზიციას, მასთან ერთხელ ვიმყოფებოდი გუშინ ვიზიტად და ის აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ვინ არის ეს ქალბატონი, რა მოხდა და ა.შ., ეს ყველაფერი გაირკვევა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ", - ამბობს დავით სანაძე.

არსებული ინფორმაციით, დაპატიმრების მომენტში კაბუს მანქანაში სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

"ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, საქმის მასალებს არ ვიცნობ და არ ვიცი რაზეა საუბარი. დღეს ასევე განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი და გააჩნია, ჩვენი პოზიცია იქნება დამოკიდებული ბრალების მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ის გათავისუფლდეს დარბაზიდან", - ამბობს ადვოკატი. 

კახა აბუაშვილის მეგობრები მსახიობის მხრიდან ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავენ. 

"მე არ ვიცნობ კაბუს როგორც მოძალადეს. ჩვენ ვმეგობრობთ წლებია და აშკარად რაღაც გაუგებრობაა", - ამბობს კოკა კობალაძე. 

კახა აბუაშვილი ახლა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა