"ჰამასის" განცხადებით, ზავის გაგრძელებას ცდილობს
"ჰამასი" ისრაელთან ზავის გაგრძელებას ცდილობს. ორშაბათი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი პერიოდის ბოლო დღა.
ჯგუფმა თქვა, რომ გაზრდის დღეების რაოდენობას, თუკი "სერიოზული ძალისხმევა" იქნება გატარებული ისრაელიდან გათავისუფლებული პალესტინელი დაკავებულების რაოდენობის გაზრდისთვის.
ამ დროისთვის ისრაელმა 117 პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი 40 ისრაელელი მძევალი დაბრუნდა სახლში.
მოქმედი შეთანხმებით, 150 პატიმარი და 50 მძევალი უნდა გაათავისუფლონ დღევანდელი დღის ბოლომდე.
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ზავის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს - მაგრამ ისრაელის ოპერაციები ღაზის სექტორში მოგვიანებით განახლდება, რომლის მიზანია "ჰამასის ლიკვიდაცია".
ზავის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ცეცხლი შეწყდეს დამათებით თითო დღეს 10 გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზავის გაგრძელების მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით.