თეგებით ძიება
27. 11. 2023 მსოფლიო

იემენის სანაპიროსთან გაიტაცეს ტანკერი, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფება

იემენის სანაპიროსთან ახლოს, ადენის ყურეში თავდამსხმელებმა გაიტაცეს ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press 

ავრცელებს და წერს, რომ ეს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან უკვე მესამე შემთხვევაა. გატაცებაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის,  ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ცნობილია, რომ ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელი შემთხვევას "საეჭვო მეკობრეობის ინციდენტს" უწოდებს და ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი ბორტზე 22-კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა.

კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის კი რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა