ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
გასულ ღამით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. მიზეზად დასახელდა ქარიშხლის შედეგად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება.
ცხინვალის სააგენტო „რესს“ ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „ენერგორესურსების“ დირექტორმა აცამაზ კაბისოვმა განუცხადა, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიის შედეგად, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა.