თეგებით ძიება

ბათუმსა და ქობულეთში შტორმია (ვიდეო)

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. სკამები, ჯიხურები. ახალი ბულვარის ნაწილი დაიტბორა, სასეირნო ზოლი და ველობილიკი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.

დატბორილია ქუჩებიც. ზარალი მოგვიანებით დაითვლება.

შტორმია ქობულეთშიც, სადაც ახალი ბულვარის ტერიტორია დაიტბორა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა