შტორმის შედეგად მიყენებული დაზიანებით მეზღვაური გარდაიცვალა
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, „კავკაზ 1“-ის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. მიზეზი ზღვაში არსებული შტორმული ვითარება გახდა. მეზღვაურს დაზიანება ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. ინფორმაციას გემის კაპიტანი ადასტურებს.
გარდაცვლილი მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის Kavkaz 1-ის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც ქერჩის სრუტეში მიდიოდა.
ამ ეტაპზე უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო დაღუპული მეზღვაური.