თეგებით ძიება

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება 165 მილიონი ლარით - ირაკლი ღარიბაშვილი

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება 165 მილიონი ლარით, უდიდესი ნაწილი, 130 მილიონი ლარი მოხმარდება პროექტების დაფინანსებას ჩვენს რეგიონებში. ჯამში რეგიონული ფონდი გახდება 580 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მილიონი ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციას, რომელთა სახლებიც დაზიანდა სტიქიის დროს. 15 მილიონ ლარს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს. მოხდება სახლებისა და ბინების შეძენა. არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მილიარდი ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 9 მილიარდ ლარამდე. ახლა სამჯერ არის გაზრდილი და მთლიანად ეკონომიკაც გაზრდილია სამჯერ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა