ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა (ვიდეო)
ამერიკელი მილიარდერი, კომპანია Telsa-ს და Spase X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. მან პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად კიბუცი კფარ-აზა მოინახულა, სადაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ „ბოევიკებმა“ მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს. მხოლოდ ამ სოფელში 200-მდე ადამიანი იყო მოკლული, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ისრაელში მასკის ჩასვლა იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ მასკი პალესტინასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის მომხრეა და ისრაელს სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. მასკს უკრაინასთან დაკავშირებითაც აქვს სამშვიდობო პოზიცია და ის რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყებას უჭერს მხარს.
რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიაჰუს, ის კფარ-აზას კიბუცში ჩასვლამდე ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა, სადაც ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედროებს შეხვდა.