"ტრაგედია დატრიალდა... წახვედი შენს მონატრებულ მამასთან...“ - 23 წლის ბექა რუსია ტრაგიკულად დაიღუპა
ბლოგერი, შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ტრაგედია დატრიალდა გარდაიცვალა 23 წლის ბექა რუსია. გლოვობს ჩემი თემქა.
სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კიარა და არ დააცადე ბედნიერი ყოფილიყო მიადექი და სული ამოხადე.
წახვედი შენს მონატრებულ მამასთან იქ მოგივლის და ჩაგიხუტებს მოგიშუშებს ნაიარევს. როგორ გენატრებოდა შენი მამიკო ახლა მასთან წახვედი ზეცაში
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 23 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს ბექა იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ...“,- წერს შოთო სიხარულიძე.