თეგებით ძიება
27. 11. 2023 ვიდეო

"ხვიჩამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება“ - ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე (ვიდეო)

ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ „TST სპორტთან“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც ლაშა ამბობს, ფეხბურთის დიდი მოყვარული არასდროს იყო, მაგრამ ეს სპორტი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაყვარა.

„არასდროს მომეცა საშუალება ხვიჩა კვარაცხელიაზე შთაბეჭდილება დამეფიქსირებინა, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ სოციალურ ქსელებში, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს პირადადაც გავიცნო.

ბევრს არ ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანია, როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება, ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავისი სათქმელი, მჯერა, რომ უფრო მეტს იტყვის. ბევრ ქართველ სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ხვიჩამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. მინდა წარმატებები ვუსურვო“, - ამბობს ლაშა ტალახაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა