„სასოწარკვეთილი ვარ.. ღმერთმა უშველოს ჩემს ქალაქს“ - მეტეოროლოგი ბათუმიდან ვიდეოს აქვეყნებს
ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. სკამები, ჯიხურები. ახალი ბულვარის ნაწილი დაიტბორა, სასეირნო ზოლი და ველობილიკი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს:
მართა სასოწარკეთილი ვარ, მე არ ვიცი, როდის უნდა აღდგეს ჩემი ბათუმი, ჩემი ქალაქი. ტირილი მინდა - ამბობს კობა ფარტენაძე.