სენაკის ბაზარში მამაკაცი გარდაიცვალა
სენაკში, მამაკაცი მოულოდნელად ქუჩაში გარდაიცვალა.
როგორც “სფეისნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, 65 წლის მამაკაცი ბაზრის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე დაიღუპა.
"ადგილზე სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ", -ამბობს “სფეისნიუსთან” ადგილობრივი.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.