თეგებით ძიება

უმდიდრესი მოსახლეობის 1% უფრო მეტად აბინძურებს პლანეტას, ვიდრე 5 მლრდ ადამიანი

სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესი მოსახლეობის 1% უფრო მეტად აბინძურებს პლანეტას და უფრო მეტ ემისიას გამოყოფს, ვიდრე 5 მილიარდი ადამიანი ჯამურად, რაც პლანეტის მოსახლეობის 66%-ია.

ნახშირბადის და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მდიდარი მოქალაქეების კერძო თვითმფრინავებით, იახტებითა და კატერებითაა განპირობებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ 1%-ში არ შედიან მხოლოდ მილიარდერები და Forbes-ის სიის წევრები. ამ ჩამონათვალში დაახლოებით 77 მილიონი ადამიანი შედის, რომელთა წლიური შემოსავალი $300,000 დოლარს აღემატება. ცხადია, ეს სია ტოპ 0.1%-საც მოიცავს, სადაც ძირითადად მილიარდერები და პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან.

სატრანსპორტო ემისიების გარდა, მდიდარ მოქალაქეებს ის ფაქტიც გამოარჩევთ, ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფუფუნების საგნებს მოიხმარენ, რაც აგრეთვე ნეგატიურად აისახება გარემოზე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მილიონერთა დიდი ნაწილი ერთზე მეტ საცხოვრებელ სახლს და რამდენიმე ავტომობილს ფლობს, ამ ტიპის აქტივების სიუხვე კი გარემოზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

წყარო: bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა