თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია - დავით კაჭარავა

„ეს გზა, რასაც ახლა „ნაცმოძრაობა" გადის და ვფიქრობ, რომ მათი დასასრულის გზაა, გარდაუვალი იყო, რადგან რამდენიმე გარდამტეხ სიტუაციაში მათ ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რაც ამ შედეგს აუცილებლად მოუტანდათ", - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა" თანდათან დაკარგავს პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსს და მათი დაშლა გარდაუვალია.

„ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დროს კურიოზებით გვამარაგებს. ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის მოულოდნელად გამოცხადებაც კურიოზი იყო. პარტია რამდენიმე ჯგუფად და ბანაკად არის დაყოფილი. ვინ ვისკენ არის, აღარ ჩანს. ეს ქვეყნისთვისაც არ არის კარგი, როცა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ასეთი ამბები ხდება. თუმცა, ის გზა, რასაც ახლა „ნაცმოძრაობა" გადის და ვფიქრობ, რომ ეს მათი დასასრულის გზაა, გარდაუვალი იყო, რადგან რამდენიმე გარდამტეხ სიტუაციაში მათ ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რაც ამ შედეგს აუცილებლად მოუტანდათ.

რეალობას თუ შევხედავთ, მათი ძალები სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ძალა აღარ ექნებათ. ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის მიმართ ბოლო პერიოდში, რომ მათი დაშლა გარდაუვალია", - განაცხადა დავით კაჭარავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა