თეგებით ძიება
28. 11. 2023 მსოფლიო

როგორ მორთეს თეთრი სახლი საშობაოდ? - იხილეთ ფოტოები

თეთ­რი სახ­ლის სა­შო­ბა­ოდ მორ­თვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტრა­დი­ცი­აა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, მორ­თუ­ლო­ბა­სა და დე­კო­რა­ცი­ებ­ზე ზრუნ­ვა, რო­გორც წესი, პირ­ვე­ლი ლე­დის საქ­მეა.

უკვე მე­სა­მე წე­ლია თეთ­რი სახ­ლის სა­შო­ბაო დე­კო­რა­ცი­ებ­ზე ჯო ბა­ი­დე­ნის მე­უღ­ლე, ჯილ ბა­ი­დე­ნი ზრუ­ნავს.

წელს, სა­შო­ბაო მორ­თუ­ლო­ბის თე­მაა "ჯა­დოს­ნო­ბა, სა­ოც­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლი", შთა­მა­გო­ნებ­ლე­ბი კი ბავ­შვე­ბი არი­ან. ჯილ ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ბავ­შვე­ბის გა­რე­შე შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია."

”ვიცი, ზოგ­ჯერ ძნე­ლია იპო­ვო ჯა­დოს­ნო­ბა და სი­ხა­რუ­ლი, რად­გან მღელ­ვა­რე სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ... გული გვიმ­ძიმ­დე­ბა, რად­გან გვე­ნატ­რე­ბა ისი­ნი, ვინც ჩვენს გვერ­დით აღარ არი­ან. მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს ვე­ძებთ იმედს... სწო­რედ მა­შინ გვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად", - თქვა ჯილ ბა­ი­დენ­მა.

თეთ­რი სახ­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 98 ნაძ­ვის ხე, თით­ქმის 34 000 ორ­ნა­მენ­ტი და და­ახ­ლო­ე­ბით, 142,000 სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­ნა­თე­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. მის გა­სა­ფორ­მებ­ლად 300-ზე მეტი მო­ხა­ლი­სე ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა