ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში - რა ვითარებაა აჭარაში? (ვიდეო)
ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში. შავ ზღვაზე ისევ 8 ბალიანი ქარიშხალია.
სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში. დაზიანებულია საფეხმავლო ბილიკები, ქვაფენილი, სკამები და სეზონურად მომუშავე კაფე-ბარები. დატბორილია ქუჩები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.
შტორმის შედეგად გამორიყულმა მასამ სანიაღვრე გასასვლელების პარალიზება გამოიწვია. შტორმის გამო ვერ ტარდება ინტენსიური სამუშაოები.