"ვიპოვე ალალი ბიძა, მამიდები, ბიძაშვილები და ბაბუა“ - რას ამბობს თამუნა მუსერიძე? (ვიდეო)
ჟურნალისტი, პროექტის „ვეძებ“ ავტორი, თამუნა მუსერიძე „შუადღეს“ სტუმრობდა.
თამუნამ ბიოლოგიურ მშობლებზე, მიღწეულ წარმატებაზე და განვლილ გზაზე ისაუბრა.
"ბიოლოგიური ნათესავები ვიპოვე, ალალი ბიძა, მამიდა, ბიძაშვილები მამიდაშვილები და ბაბუა.
ყველა კითხულობს, რანაირად შეიძლება არ იცოდე ვინ არის მამა, ბაბუა რომ გარდაიცვალა ბიძაჩემი და მამიდაჩემი პატარები იყვნენ, არ იციან ვინ იყო ის ქალბატონი, ვისგანაც ბაბუაჩემმა გააჩინა ჩემი მშობელი. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ რვა წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ ყოფილა, რომ მეფიქრა არ გამომივა და ვერ ვიპოვი ჩემ მშობლებს. ჩემს ნათესავებს სიმართლე რომ არ დაემალათ და მცოდნოდა ჩემი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, ამ საქმეს ხელს არასდროს მოვკიდებდი. ღირდა ამ ყველაფრის დამალვა მისთვის, რომ მე ამდენ ადამიანს დავხმარებოდი რეალური ოჯახის პოვნაში“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.